ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის საწყობში ხანძარი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, პერიმეტრზე ამ დროისთვის ძლიერი დაკვამლიანებაა, ადგილზე კი სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე, ამ ეტაპზე უცნობია, დაშავდა თუ არა შემთხვევის შედეგად ვინმე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები