საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მეხანძრე-მაშველებისთვის ცეცხლმედეგი ფორმები და აღჭურვილობა შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებისთვის 1000 ერთეული ცეცხლმედეგი ფორმა და სპეციალური აღჭურვილობა შეიძინა, რომლის ჯამური ღირებულება 3 491 000 ლარს შეადგენს.

შსს-ს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცეცხლმედეგი ფორმები და სპეციალური აღჭურვილობა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, მოადგილესთან ზურაბ პავლიაშვილთან და სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ახალი ცეცხლმედეგი საერთაშორისო “EN”-სტანდარტის ფორმა-აღჭურვილობა, სამომავლოდ სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში განაწილდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს პირადი შემადგენლობის ევროპული სტანდარტების სპეციალური ფორმებით, აღჭურვილობითა და ავტო-ტექნიკით მომარაგებას, ასევე, სისტემატურად ახორციელებს ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები