მოსკვა-სიტი დრონების სამიზნე გახდა – გამთენიისას მოსკოვის აეროპორტები ისევ დაიხურა

მოსკოვის გარეუბანზე დრონებით იერიშია მიტანილი.

როგორც მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა დაწერა, ერთი დრონი მოსკვა-სიტიში ერთ-ერთ შენობას მოხვდა, მეორე მოჟაისკის რაიონშია ჩამოგდებულია.

დრონების თავდასხმის გამო, მოსკოვის აეროპორტი ისევ ჩაკეტეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვისკენ სამი დრონი მიფრინავდა, მათგან ორის ჩამოგდება მოსკოვის მისადგომებთან მოხერხდა, ხოლო მესამე რადიოელექტრონული საშუალებით ჩაახშეს, თუმცა, როგორც ირკვევა, მან შეძლო შენობასთან შეჯახება.

მოსკოვის იერიში უკვე რამდენიმე ღამეა, გრძელდება.

უკრაინა თავდასხმაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. კიევში კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები