“მთვარეზე დაშვების ფასდაუდებელი გამოცდილება დაკარგულია” – ​როსკოსმოსმა “ლუნა-25”-ის ავარიის მიზეზი დაასახელა

“ლუნა-25”-ის ავარიის მთავარი მიზეზი მაკორექტირებელი ძრავის შტატგარეშე მუშაობა გახდა, რომელიც ორბიტაზე გადასვლის დროს დანიშნულ დროზე ერთ-ნახევარჯერ მეტად მუშაობდა.

ამის შესახებ როსკოსმოსის ხელმძღვანელმა, იური ბორისოვმა განაცხადა.

“დანიშნულ დროის 84 წამის ნაცვლად მან 127 წამი იმუშავა, რაც აპარატის ავარიის ძირითადი მიზეზი გახდა”,- თქვა მან.

მისი თქმით, ექსპერიმენტი სტაბილური რადიოკავშირების ზონაში ტარდებოდა და ექსპერტებმა “მისი პოზიციის შესახებ ყველაფერი იცოდნენ”.

„მიუხედავად ამისა, 14 საათსა და 57 წუთზე აპარატთან კავშირი შეწყდა. კავშირის აღდგენის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. წინასწარი ბალისტიკურმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ მაკორექტირებელი მამოძრავებელი სისტემის შტატგარეშე მუშაობის გამო, აპარატი მთვარის ღია ორბიტაზე გადავიდა და, ფაქტობრივად, მთვარის ზედაპირს დაეჯახა“, – დასძინა ბორისოვმა.

საგანგებოდ შექმნილი კომისიის წევრები უკვე ცდილობენ, გაარკვიონ, კონკრეტულად რამ გამოიწვიო შტატგარეშე ვითარება.

როსკოსმოსის ხელმძღვანელის თქმით, „60-70-იან წლებში დაგროვილი მთვარეზე დაშვების ფასდაუდებელი გამოცდილება პრაქტიკულად დაკარგულია“, „თაობათა ცვლა შეწყდა“.

ამავე დროს, ბორისოვი დარწმუნებულია, რომ მთვარის პროგრამის შეწყვეტა საჭირო არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები