პირველი ოქტომბრიდან ნატოს იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს
პირველი ოქტომბრიდან ნატოს ახალი გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს. ანდერს ფოგ რასმუსენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი შეცვლის. ამის შესახებ უელსის დღევანდელ სამიტზე თავად რასმუსენმა განაცხადა.