რას გულისხმობს გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი -პრეზიდენტის კომენტარი

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განმარტავს, თუ რას გულისხმობს გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი, რომელიც ნატომ საქართველოს შესთავაზა.
როგორც პრეზიდენტმა “მოამბესთან“ ინტერვიუში განაცხადა, ახლა საქართველო ნატოს მოკავშირე ქვეყნების იმ ჯგუფში გადავიდა, რომელთა თავდაცვითი სისტემები ნატოს სტანდართებთან უაღრესად დაახლოებულია.
“ჩვენ რეალურად ჩვენი ნატოელი მოკავშირეების ბევრი სტანდარტი დავაკმაყოფილეთ. საქართველოში დემოკრატიული რეფორმები განხორციელდა. ასევე, ისეთი რეფორმები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში და ჯარში მიმდინარეობდა. მათი შრომის შედეგად მოხდა იმის აღიარება, რომ საქართველოსა და ნატოს შორის გაფართოებულია ინტენსიური თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა აღიარებული იქნა. ჩვენ ნატოს მოკავშირეების იმ ჯგუფში გადავედით, რომელიც არის თვისობრივად უფრო მაღალი. ჩვენ ახლა ვართ ფინეთთან, შვედეთთან, ავსტრალიასთან, იორდანიასთან ერთად იმ პარტნიორების ცალკე ჯგუფში, რომელთა თავდაცვითი სისტემები ნატოს სტანდართებთან უაღესად დაახლოებულია. ბუნებრივია ეს მიღწევა იმ 11 ათასი ჯარისკაციის მიღწევაა, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის და გმირობის ფასად საქართველო წინ წასწია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნატოს სამიტზე, რომელიც უელსში გაიმართა, საქართველომ თანამშრომლობის ახალი პაკეტი მიიღო, რომელიც ქვეყანას ალიანსის წევრობისთვის მოამზადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები