,,თბილისსა და მოსკოვს შორის ავიარეისები ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ძალიან კარგია’’

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ავიარეისები ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის ურთიერთობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებულ უვიზო რეჟიმზე და თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირ ავიარეისებზეც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, შესაძლოა, პლუსად ჩაითვალოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაც სოჭსა და თბილისს შორის რეგულარული ავიარეისების მომავალში გაგრძელების თაობაზე. “ჩვენ გვაქვს გახსნილი პოლიტიკა. რუსეთის მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი. საკმაოდ ხშირად სრულდება ჩარტერული რეისები თბილისსა და მოსკოვს შორის. ეს ხელს უწყობს სავაჭრო და ადამიანებს შორის ურთიერთობებს და ძალიან კარგია ურთიერთობების ნორმალიზებისთვის”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები