ირაკლი ღარიბაშვილი ვაშინგტონში, NDI-ის სათავო ოფისში მიიწვიეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და NDI-ის პრეზიდენტ კენეტ ვოლაკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, NDI-ის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარში საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთობების გააქტიურების იმედი გამოთქვა და პრემიერი ვაშინგტონში, NDI-ის სათავო ოფისში მიიწვია. როგორც კენეტ ვოლაკმა აღნიშნა, NDI-ის საქართველოს ოფისის ახალი დირექტორი თბილისში ორი თვის ვადაში ჩამოვა. სატელეფონო საუბარი საქართველოს მთავრობის მეთაურთან კენეტ ვოლაკის ინიციატივით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები