პრეზიდენტს კიდევ ერთი უფლებამოსილება ჩამოერთმევა

სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილის უმაღლეს დაწესებულებაში სწავლისა და დაფინანსების პირობების განსაზღვრა პრეზიდენტის პრეროგატივა აღარ იქნება. პარლამენტს “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები წარედგინა, რომლის მიხედვით, სტუდენტის პირადობის მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების უფლებამოსილება მთავრობას ენიჭება, ხოლო საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრების გუნდის წევრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის და დაფინანსების საკითხებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს.
“ნორმატიული აქტების შესახებ” კანონით, პრეზიდენტს უფლება ჰქონდა ბრძანებულება გამოეცა საკითხზე, რომელიც საკანონმდებლო აქტით მოწესრიგებული არ იყო. როგორც კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თავის დროზე აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბრაძანებულება სწორედ “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის საფუძველზე გამოსცა, მაგრამ ახლა პრეზიდენტს შეზღუდული აქვს კანონმდებლობით მოუწესრიგებელი საკითხების საკუთარი ბრძანებულებით დარეგულირების უფლებამოსილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები