„ამ ხელისუფლებამ ხელკეტები და ცოცხები გამოაძრო დამნაშავეთა სამყაროს“

სტატისტიკას არ ვიცნობ, თუმცა დანაშაული ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა ჟურნალისტებს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარების შეფასებისას განუცხადა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ის ამ მხრივ საქართველოში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
„მინდა, ყველას გავახსენო, რომ ამ ხელისუფლებამ, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, ხელკეტები და ცოცხები გამოაძრო დამნაშავეთა სამყაროს. ჩვენ მათგან სერიოზული გამოწვევა მივიღეთ და პირობას ვიძლევი, რომ დამნაშავეთა სამყარო ჩემს სისტემაში კანონის მაქსიმალურ სუსხს და სიმკაცრეს იგრძნობს, მაგრამ ეს ადამიანის უფლებების ხარჯზე არ იქნება“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები