სტიქიის ზონაში, ძებნა-შველის ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ონის მუნიციპალიტეტში მეოთხე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ სამაშველო ღონისძიებას.
მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.