“მოგიწოდებთ, ერთად ვილოცოთ გარდაცვლილთა სულების საოხად” – ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი მიმართვას ავრცელებს
ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგ (ლიპარტელიანი) შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
ეპისკოპოსი საზოგადოებას მოუწოდებს გარდაცვლილთა სულების ლოცვისკენ.
“ნიკორწმინდის ეპარქიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ამჟამინდელი მონაცემებით შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე 30-მდე ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიამ უდიდესი ზიანი მიაყენა როგორც ცალკეულ მოქალაქეებს, ისე სრულიად საქართველოს.
მოგიწოდებთ, ერთად ვილოცოთ გარდაცვლილთა სულების საოხად და შევთხოვოთ უფალს, მოგვმადლოს მშვიდობა და წყალობა თვისი”,- ნათქვამია ეპისკოპოსის “ფეისბუქ” გვერდზე.