პრემიერმა შს და იუსტიციის მინისტრებს იარაღის ტარების შესახებ რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს იარაღის ტარების შესახებ კანონის გამკაცრების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებისკენ მოუწოდა, – შესაბამისი დავალება ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრე ჭიკაიძეს და თეა წულუკიანს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მისცა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, მინისტრებმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა წარადგინონ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისი ინიციატივით, ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობისას გამკაცრდა კანონი ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=vTsvALevfwA” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები