განსაცდელისას გაერთიანებული საზოგადოება – მოქალაქეები სტიქიის ზონაში მოხვედრილ ხალხს სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობენ
საზოგადოება რაჭაში, სტიქიის ზონაში განვითარებულმა ტრაგედიამ შეძრა. მოქალაქეები სოციალურ ქსელში დაზარალებულებს სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობენ.
მათ შორის, მოქალაქეები წერენ, რომ ისინი მზად არიან, რაჭაში ჩავიდნენ და იქ საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საჭმელი ჩაიტანონ.
„სტიქიის ზონაში მოხვედრილ ხალხს, დაახლოებით, 15 კაცს, შევიფარებ სახლში, რომელიც უზრუნველყოფილია ყველა საჭიროებით. დამიკავშირდით 591 01 04 42″, – წერს მოქალაქე ნატო ბერელიძე.
„მეგობრებო, თუ ვინმეს დახმარება დაგჭირდათ, მაღალი გამავლობის მანქანებით შეგვიძლია, რამდენიმე მანქანით გამოვემართოთ დასახმარებლად შოვის მიმართულებით, Trophy Expeditions in Georgia“, – წერს მოქალაქე, საბა კობახიძე სოციალურ ქსელში.
„თბილისიდან მოვდივარ შოვის მიმართულებით დასახმარებლად, მიმაქვს წყალი, საჭმელი, დრონი, ტანსაცმელი, თუ ვინმეს აქვს წამოსვლის სურვილი, შემეხმიანოს“, – წერს მოქალაქე ინიციალით “მესხი მესხი” სოციალურ ქსელში.
„შოვში სტიქიით დაზარალებულ დამსვენებლებს დავეხმარებით თავშესაფრით 4 ადამიანს. 599 90 44 67 – გია“, – წერს მოქალაქე ლალი ნაცვლიშვილი.
„გამარჯობათ, შოვში მომხდართან დაკავშირებით თუ ვინმე რჩებით თავშესაფრის გარეშე, შემიძლია, შქმერში მივიღო 10 ადამიანი. დამირეკეთ 599 31 09 35“, – წერს მოქალაქე ეკა დაუშვილი.
„შოვის ტერიტორიაზე ჩარჩენილი სტუმრების საყურადღებოდ, თუ ვინმე ხართ ღამის გათევის გარეშე, შეგვიძლია დაგითმოთ უსაფრთხო ადგილას, ტურბაზის ტერიტორიაზე 7 ადგილიანი კოტეჯი. დაგვიკავშირდით 571 097 904“, – წერს მოქალაქე ნანა გაგნიძე.