ნინო ჩხობაძე: ამ სტიქიის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელი იყო, რადგან 5 ფაქტორი რომ ერთდროულად იმოქმედებდა ამას ვერავინ გათვლიდა
ამ სტიქიის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელი იყო, რადგან 5 ფაქტორი რომ ერთდროულად იმოქმედებდა ამას ვერავინ გათვლიდა,- ამის შესახებ “კვირას” „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ შოვში მომხდარ სტიქიაზე საუბრისას განუცხადა.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ მსგავსი სტიქიის წინასწარ გათვლა მოხვდეს, საჭიროა სხვადასხვა ღონისძიებები გატარდეს.
“ზოგადი პროგნოზით, იქ რომ მეწყრული და ღვარცოფული მოვლენები შეიძლება განვითარდეს მთის მდინარეზე, ჩვენ ეს ვიცით. როდესაც ეს ინფორმაცია არის, უნდა იყოს შესაბამისი სტრუქტურები გაძლიერებული. მხოლოდ ერთი სააგენტო ვერ შველის ამას, ადგილზეც უნდა ჰქონდეს მუნიციპალიტეტებს თავისი სამსახურები, თუნდაც გეოლოგები გარემოს ეროვნული სააგენტოდან.
ახლა, როგორც ვიცი მოსალოდნელი არ არის გამეორება, სტაბილიზაციისკენ არის წასული, მაგრამ თუ გაძლიერდა წვიმები და ნალექები ერთ ადგილას დაგროვდა, იმავე ადგილას არა, მაგრამ მოსალოდნელია მსგავსი”, – აცხადებს ჩხობაძე.
რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროის მონაცემებით, სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.