სტიქიის ზონაში დაკარგულებს ახლობლები ეძებენ – ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ამ დრომდე არ ჩანან, არასრული სია

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია რაჭაში დაკარგული ადამიანების შესახებ. მოქალაქეები მათი ახლობლების შესახებ ფოტოებს აქვეყნებენ და ამ გზით მათ მოძებნას ცდილობენ.

როგორც სოციალურ ქსელში წერენ, “იძებნება ნატო ჭელიძე 3 შვილთან: ლუკა, ანდრია, ანასტასია დუდაშვილებითან ერთად”, ასევე, “ზაზა მესხი მეუღლესა და სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად”.
„იძებნებიან მეგი და გიგო გუტაშვილები – კოტეჯში, სადაც ისინი იყვნენ, სრულებით განადგურებულია, აღარ არსებობს. პატარა ბავშვებს ვერ ვპოულობთ, გთხოვთ – გაააზიაროთ, იქნებ, დახმარება სჭირდებათ“, – წერენ სოციალურ ქსელში.

ასევე, იძებნებიან მოქალაქეები:
„გვანცა ბუბაშვილი
სალომე ხეთაგური
ნინო კენჭაძე
გენადი სულთანიშვილი
სოფო ბაკურაძე
შორენა ბიჭაშვილი თავისი შვილებით მაისურაძეები და-ძმა
თემური ჩარკვიანი
ნიკა ჩალაძე
დიტო ფირცხალავა
ლაგვანთელი ბიჭები
სოფო და გიორგი ყარალაშვილები
დავით ბერიაშვილი“, – წერენ მოქალაქეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები