დღის განმავლობაში იქნება წვიმა – როგორი ამინდია მოსალოდნელი რაჭასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
რაჭაში, სადაც გუშინ მეწყერი ჩამოწვა, დღეს დღის განმავლობაში იწვიმებს.
როგორც “კვირას” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, რაჭაში ხვალიდან გამოიდარებს, დღეს დღის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.
რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს. სინოპტიკოსის პროგნოზით, 5 აგვისტოდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს.
“რაჭაში დღეს, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღეს გვიან საღამოს ნალექი შეწყდება. ხვალიდან უკვე გამოიდარებს.
მთელ საქართველოში არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შესაძლებელია იყოს შედარებით ძლიერი ნალექი.
5 აგვისტოდან საქართველოში რამდენიმე დღით გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს”, – განაცხადა სინოპტიკოსმა.