მარტვილში „მუსიკალური საღამო” გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მარტვილში „მუსიკალური საღამო” გაიმართა. ინფორმაციას ადგილობრივი  მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოეწყო საბავშვო სივრცე, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კვების სივრცე, გაიმართა ჟირაფი ჟოზეს საბავშვო სპექტაკლი.
ღონისძიება მარტვილში ჯგუფ „ფორტესა” და „გუფი ლენდის” კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია,მერის მოადგილე გივი ელიავა,საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია დაესწრნენ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები