გორში მინი ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა

გორში დასრულდა მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში, სადაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით 36 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

გამარჯვებული გუნდები ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოეს.

ტურნირში „წმინდა წყალი/ჯარის“ გუნდმა გაიმარჯვა და საპრიზო თანხა 3000 ლარი მიიღო.
მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა 2000 და მესამე ადგილზე გასულ გუნდს 1000 ლარი გადაეცა.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებშიც.
სპეციალური პრიზები ნომინაციებში გამარჯვებულებს კერძო სექტორის წარმომადგენლებმაც გადასცეს.
ტურნირი, რომელიც „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში ჩატარადა, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „გორის“ ორგანიზებით გაიმართა.

„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ინიციატორია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია.

ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები