პოლიციამ ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 23 პირი დააკავა
პოლიციამ ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 23 პირი დააკავა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.
შეგახსენებთ, ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ “ასტორია გრანდეს” საპროტესტო აქციით დახვდნენ. პორტთან აქციას მართავენ რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მოქალაქეებმა შეკრება გვიან ღამით დაიწყეს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები.