სამტრედიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტები ხორციელდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უძღვებოდა.
დღევანდელ თათბირზე მერმა, მერიის სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, მიმდინარე, დაგეგმილ და დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა. ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტები ხორციელდება. ეს არის, საჯარო სკოლების, ბაგა-ბაღების მშენებლობა რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, როგოც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე შიდა-სასოფლო გზებზე.

აქტიურად მიმდინარეობს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე სპორტ-კომპლექსის და საცურაო აუზის რეაბილიტაცია, მრავასართულიანი ბინების ფასადების მოწყობა და იუსტიციის სახლის მშენებლობა.

იგეგმება ახალსოფლის ბორანის რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რომელიც სამტრედია – ვანის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი ერთ-ერთი ტურისტული მარშუტი იქნება.
მუნიციპალიტეტის მერმა, დღევანდელ თათბირზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსისგან, ამირან თევდორაძისაგან, სამსახურის ანგარიში მოისმინა.

გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა მერმა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯანსარი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ კუთხით, მოყვარულთათვის სპორტის სხვადასხვა სახეობებში კიდევ უფრო მეტი ტურნირის ჩატარება დააანონსა.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი და მათი ჩართულობით თითოეული პროექტის განხორციელება. სამტრედიში განხორციელებული პროექტები მოსახლეობის საკეთილდღეოდ იქნება მიმართული და მათ საუკეთესო ინტერესებზე არის მორგებული. რაც შეეხება ჯანსარი ცხოვრების წესისი პოპულარიზაციას, ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია და ამ კუთხით ყოველთვის მაქსიმუმი კეთდება და გაკეთდება, როგორც ინფრასტურქტურის მოწყობის მხრივ, ასევე სხვადასხვა სპორტული აქტივობების გამართვით”,- განაცხადა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები