ლაგოდეხში ნაყინის ფესტივალი ჩატარდა
ლაგოდეხში, ტრადიციული, გრილი და გემრიელი, „ნაყინის ფესტივალი” გაიმართა. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
“ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო, სახალისო კონკურსები, ზღაპრის გმირების და ანიმატორების გასართობი პროგრამები, დიდი საპნის ბუშტების და ილუზიონისტების შოუ, ატრაქციონები.
ღონისძიებაზე მისულმა სტუმრებმა, ფესტივალის მხარდამჭერების – „ბარამბოს ნაყინი”, „გურჯაანის ნაყინი”, „გაამოს ორცხობილები” და სლაშის ნაირსახეობები დააგემოვნეს.
საღამო, ჯგუფი Mix2ra-ს გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.
ლაგოდეხში „ნაყინის ფესტივალი, მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, მეოთხედ გაიმართა, რომელიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა”,- წერია ინფორმაციაში.