ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო(ფოტო,ვიდეო)

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

პრემიერმინისტრს აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი – ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი – ხუანგ ციანგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ჭოუ ციენი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში – არჩილ კალანდია დახვდნენ. დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენი სტუდენტები. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები