საბერძნეთში სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულია ორი პილოტი (ვიდეო)

საბერძნეთში, სამაშველო ოპერაციის დროს, სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევა კუნძულ ევიაზე, სოფელ პლატანისტოსთან მოხდა.

საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინციდენტის შედეგად ბორტზე მყოფი 34 წლის პილოტი და 27 წლის დამხმარე პილოტი დაიღუპნენ.

„კუნძულ ევიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საჰაერო ძალების ოფიცრებისა და სახანძრო თვითმფრინავის CL-215-ის პილოტების დაღუპვის გამო, შეიარაღებულ ძალებში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სახელმწიფო მაუწყებელმა ERT-მა სოციალურ ქსელში გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ თვითმფრინავი ცეცხლზე წყალს ასხამს, შემდეგ კი, ის გორაკს ეჯახება და ფეთქდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები