ევროკავშირის Copernicus-ის პროგრამამ გაფრთხილება გაავრცელა, რომ სამხრეთ ევროპის ქვეყნებსა და ბევრ სხვა ქვეყანაში ტყის ხანძრების ძალიან მაღალი რისკი არსებობს.
“კოპერნიკის” პროგრამის ახალ რუკაზე უკიდურესი საფრთხის ზონაშია ესპანეთის ტერიტორიის მესამედი, ვარის დეპარტამენტი სამხრეთ საფრანგეთში და იტალიის რამდენიმე რეგიონი.
ხანძრების მაღალი საფრთხეა საბერძნეთშიც, ავსტრიის, უნგრეთის და ჩეხეთის ტერიტორიის ნაწილებში.
გარდა ამისა, მაღალი რისკის ბევრ ზონაში თითქმის მთელი ევროპაა, მათ შორის, პოლონეთი, რუმინეთი, მოლდოვა და უკრაინა.
ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრები უკვე მძვინვარებს საბერძნეთში, შვეიცარიის ალპებში, სიცილიაზე.