გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მესამე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა.
შემთხვევის შედეგად, ბავშვმა ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო, ის თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
ჰოსპიტლის ინფორმაციით, იგეგმება მცირეწლოვანი პაციენტის რეფერირება თბილისში ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.