იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას და მის მძღოლს თავს დაესხნენ. მომხდარის ამსახველ ვიდეომასალას ელჩი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“თავად ავრცელებს.
იაპონური მედიის ცნობით, თავდასხმა ტოკიოში, საქართველოს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მათივე ინფორმაციით, ტოკიოს პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
„ხუთშაბათს, შუადღის საათებში, ელჩის მძღოლმა პოლიციაში განაცხადა, რომ საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე მამაკაცი მას საყელოში სწვდა. მძღოლის თქმით, კაცი ელჩის მანქანასთან გაჩერდა და მძღოლის მხრიდან კარი გამოაღო. პოლიცია თვლის, რომ საგზაო მოძრაობის საკითხზე დაიწყო გარკვეული გარჩევა. ისინი (აგრესიულად განწყობილ) კაცს კითხავენ, რომ მეტი გაიგონ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.