ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საზაფხულო ბანაკში ახალგაზრდებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ბისის საზაფხულო ბანაკს ესტუმრა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბანაკის საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მოზარდების მიერ მოწყობილ ღონისძიებას დაესწრო.

ამ ეტაპზე, ბანაკი ახალგაზრდების პირველი ნაკადს მასპინძლობს.

პროექტის ბენეფიციარები სწავლობენ საველე პირობებში ცხოვრებას და მონაწილეობას იღებენ ლაშქრობებში, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში.

მიმდინარე წელს ბანაკი 14 – დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ექვს ნაკადს მიიღებს. ისინი ბიისში 5 დღეს რჩებიან.

ტანას ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ჯამურად, 420 ახალგაზრდა დაისვენებს.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „ტონთიოს“ თანადაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები