ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად რეაბილიტირდა

ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად რეაბილიტირდა.

პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარის სამი ფენა, მოეწყო ტროტუარები, მიერთებები, სანიაღვრე არხები და გადასასვლელი ხიდ-ბოგირები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და მოინიშნა გზა.

დასრულებული სამუშაოები ფოთის მერმა – ბექა ვაჭარაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, გიორგი თოლორდავასთან ერთად დაათვალიერა.  ქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, მათ ქალაქში მიმდინარე პროექტები გააცნო და საჭიროებები მოისმინა.

ფალიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ჩატარდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები