გორის მერია: სტარტი აიღო გორის მუნიციპალიტეტის პირველობამ ფეხბურთში
გორში სტარტი აიღო გორის მუნიციპალიტეტის პირველობამ ფეხბურთში.
ტურნირის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია, შეჯიბრება „შიდა ქართლის სპორტულითამაშები 2023“ -ის ფარგლებში ტარდება.
გორის მუნიციპალიტეტის პირველობაში 36 გუნდი იღებს მონაწილეობას. გუნდები კენჭისყრის შედეგად დაწყვილდნენ, პირველობა ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. გამოვლინდება მუნიციპალიტეტის საუკეთესო გუნდი, რომელიც 3000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული გუნდი 2000 ლარს, მესამე ადგილის მფლობელი კი1000 ლარს მიიღებს.
გორის მუნიციპალიტეტის პირველობის გამარჯვებული გუნდი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების (კასპი, ხაშური, ქარელი) გამარჯვებულ გუნდებთან ერთად, რეგიონში საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.