ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო ექსპლუატაციაში შევიდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო ექსპლუატაციაში შევიდა.

ახალი საწარმო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა, კახა ენუქიძემ დაათვალიერეს.

აღნიშნული საწარმო, რომელიც შ.პ.ს. “ახალი ზეკარი”-ს სახელწოდებით ფუნქციონირებს, ჩირის, წვენისა და ღვინის წარმოებაზე არის ორიენტირებული.

საწარმოს ფუნქციონირება როგორც სოფელ ობჩისთვის, ასევე, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა და შესაბამისად დაიწყო სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების რეალიზაცია.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო სოფელ პირველ ობჩაში სახელმწიფოს მხარდაჭერით შეღავათიანი აგროკრედიტით აშენდა.

აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები