რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში “ქართული ოცნების” პარტიული კონფერენციები დაიწყო

“ქართული ოცნების” პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში დაიწყო.

ლენტეხში გამართულ კონფერენციაზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი, ასევე ბიუროს წევრები აირჩიეს.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძიდ განცხადებით პარტიული კონფერენცია ცაგერშიც ჩატარდება.

“ლენტეხში უკვე ჩავატარეთ კონფერენცია, გვექნება დღეს ცაგერში პარტიული კონფერენცია, აქაც ავირჩევთ პარტიული ორგანიზაციის თავმდჯომარეებს, ასევე, ბიუროს წევრებს და გვექნება საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები