28-30 ივლისს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ველო ფესტივალი გაიმართება
28-30 ივლისს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ველო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება ყოველწლიურია და მონაწილეები მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიან. ფესტივალი სტარტს აიღებს სოფელი ვარციხეში, როდოპოლისის ციხესათან, ინფორმაციას იმერული ტურიზმის კლუბი ავრცელებს.
პირველი შუალედური ფინიში – სოფელი ხანი.
მეორე შუალედური ფინიში – ზეკარის უღელტეხილი.
ფინიში – ქალაქი ბაღდათი.
ბაღდათის ველო-ფესტის ორგანიზატორია იმერული ტურიზმის კლუბი, რომელიც ამ ღინისძიებას თავისი პარტნიორების საშუალებით ახორციელებს. მარშუტი მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს – აჯამეთის აღკვეთილი, ხანისწყლის ხეობა, ზეკარის უღელტეხილი და ა.შ.
ბაღდათის ველო-ფესტი წელს პირველად ტარდება
„30 ივლისს, ბაღდათის ველო-ფესტის დასკვნით დღეს, საზეიმო კონცერტი, გამარჯვებულთა დაჯილდოება და ღვინისა და რეწვის ბაზრობა გაიმართება“, – განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა ალექსანდრე პაიკიძემ.