10 ივლისს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ მარტვილში საზეიმოდ გაიხსნა
10 ივლისს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ მარტვილში საზეიმოდ გაიხსნა, ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.
„ფესტივალის მონაწილეებმა სხვადასხვა ნომერი მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში შეასრულეს.
„ლეგენდების ქვეყანის“ გახსნას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – ელდარ თოდუა, კობა დარჯანია,ალექსანდრე გრიგალავა მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.
ფესტივალში მონაწილეობენ: საქართველოს, ბულგარეთის,პოლონეთის, თურქეთის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები.
შემდეგი დღეების პროგრამა:
11 ივლისი 18:00 საათი – აბაშა. საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში;
12ივლისი 18:00 საათი – ჩხოროწყუ.საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში;
13 ივლისი 18:00 საათი – ხონი. საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში;
14ივლისი 19:00 საათი – მარტვილი. საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში; 19:30 გალა-კონცერტი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.