ბათუმში მოზარდს მანქანა დაეჯახა

​ბათუმში შემწეობის მთხოვნელ მოზარდს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხდა. ბავშვი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფთან ერთად, მობილიზებული იყო პოლიციაც.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლითაა დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები