ირაკლი ღარიბაშვილი კნუდ ბარტელსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კნუდ ბარტელსს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და არსებულ მყარ პარტნიორულ ურთიერთობას. აღინიშნა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ის დემოკრატიული პროცესები და რეფორმები, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში, კერძოდ ავღანეთის ISAF-ის მისიაში.
შეხვედრა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო.