პრეზიდენტი ნატოს-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტით კმაყოფილია

   პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტით კმაყოფილია. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, რომელიც ადასტურებს ალიანსის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას. მარგველაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველო ადასტურებს მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. “ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატოს დაახლოების ფორმატებზე და ხაზი გაესვა ამ სფეროში მიღწეულ პროგრესს. საქართველო ადასტურებს მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში და ჩვენი ორი ბატალიონი განაგრძობს ავღანეთში სამსახურს “აისაფის”, ავღანეთიდან გამოსვლის ოპერაციაში და სთავაზობს ალიანსს საკუთარ ინფრასტრუქტურას. ასევე მინდა გამოვთქვა მადლიერება საქართველოს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვის მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, საქართველო სათანადო შეფასებას მიიღებს 2014 წლის სამიტზე დიდ ბრიტანეთში, რაც ჩვენს თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები