ვაკის პარკის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება – შეკითხვებს ორი გამომძიებელი უპასუხებს
ვაკის პარკის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მხარეების შეკითხვებს ის ორი გამომძიებელი უპასუხებს, რომლებმაც ტრაგედიის დღეს ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები ჩაატარეს.
მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის გიგა გიგაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის მხარეს მათთან საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის თაობაზე საკმაოდ ბევრი შეკითხვა აქვს.
შეგახსენებთ, სწორედ გიგაშვილის მისი ხელმძღვანელობის დროს ჩაიბარა უწყებამ რეაბილიტირებული შადრევანი. გიგა გიგაშვილმა პოსტი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიიდან მალევე დატოვა.