ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოს პროკურატურა კომპლექსური ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების გამოძიების საკითხში ძალიან ძლიერი მოთამაშეა

საქართველოს პროკურატურა ძალიან ძლიერი მოთამაშეა კომპლექსური ტრანსნაციონალური დანაშაულების გამოძიების საკითხში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ყოფნა ევროჯასტში ახდენს იმ უდიდესი პროგრესის ილუსტრირებას, რომელიც ბოლო წლებშია მიღწეული, – ამის შესახებ ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტმა, ბოშტიან შკრლეციმ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მჭიდრო თანამშრომლობა ევროჯასტსა და საქართველოს შორის ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია, რადგან ამ გზით საქართველო უფრო ეფექტიანად თანამშრომლობს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პროკურატურებთან, წევრ ქვეყნებს კი გამოძიების პროცესში შეუძლიათ დაეყრდნონ საქართველოს, როგორც ხარისხისა და სანდოობის გარანტს.

„ჩვენი პრიორიტეტი პირველ რიგში კომპლექსური ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების გამოძიებაა და საქართველოს წვლილი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. ორგანიზებული დანაშაულების ქსელი ძალიან კომპლექსურია და ჩვენ მათ წინააღმდეგ მარტო ვერ ვიბრძოლებთ, რადგან დანაშაულის ფარგლები არ ჩერდება ევროკავშირის საზღვრებთან. თუ გვინდა, ვებრძოლოთ გლობალურ დანაშაულს, საჭიროა გლობალურად მოქმედება და ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, როგორიც საქართველოა. ჩვენ არ ვკარნახობთ არცერთი ქვეყნის ხელისუფლებას, თუ როგორ აწარმოონ გამოძიება, ჩვენ მხოლოდ მხარს ვუჭერთ მათ ამ პროცესში“, – განაცხადა ბოშტიან შკრლეცმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები