ბათუმში 16 წლის ბიჭს ეძებენ
ბათუმში 16 წლის ბიჭს ეძებენ.
როგორც ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, მოზარდი ორი დღის წინ გაუჩინარდა. ბოლოს ის სასტუმრო „შერატონის“ ტერიტორიაზე ნახეს.
„მეგობრებო, 2 დღეა გაუჩინარდა ლუკა აბულაძე. არის 16 წლის, აქვს გრძელი თმა, ბოლო ლოკაცია „შერატონის“ ტერიტორიაზე, ზღვის მხარეს. თუ ვინმემ შენიშნეთ, შემეხმიანეთ.
ღმერთო, გვაპოვნინე ცოცხალი. ჩემო სულო და გულო, გამოჩნდი, ვნერვიულობთ ყველა“, – წერს ოჯახის ახლობელი Facebook-ზე.