აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრს, მახლუფ მიკი ზოჰარს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრს, მახლუფ მიკი ზოჰარს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობები.

თორნიკე რიჟვაძემ მადლიერება გამოხატა ისრაელის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის, გამოთქვა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა.

თავის მხრივ, ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბათუმის სწრაფ განვითარებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ისრაელსა და საქართველოს შორის და განსაკუთრებით ბათუმთან მიმართებით, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისრაელ-საქართველოს შორის ტურიზმის, კულტურის, სპორტის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე.

შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.

შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ისრაელის სახელმწიფოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გენერალური დირექტორი კფირ ჰაკოენი, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე/კონსული ჰადას კოენი და ისრაელის სახელმწიფოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ჰენ ავითანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები