გოგი მეშველიანი აბიტურიენტებს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებებს უსურვებს.

„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, სწორედ დღევანდელი დღე გაკავშირებთ მომავალ პროფესიასთან და მჯერა, რომ შეძლებთ, ღირსეულად გაართვათ თავი ამ საპასუხისმგებლო საქმეს.
მსურს, წარმატებები გისურვოთ თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებით კი ბოლნისელ, დმანისელ, თეთრიწყაროელ და წალკელ ახალგაზრდებს!
მთავარია, არ ინერვიულოთ და შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ წარმოჩენას!”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები