გორში, მდინარე ლიახვში 22 წლის მამაკაცს ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მდინარეში საბანაოდ შევიდა, რა დროსაც დინებამ წაიღო.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.