სოფელ სვირში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ახალციხეში, სოფელ სვირში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი.
როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ჩამქრალია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.