დღეს ახალქალაქი “მუსიკალურ საღამოს“ მასპინძლობს

დღეს ახალქალაქი “მუსიკალურ საღამოს“ მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.

ცენტრალურ პარკში, ამ დროისათვის, სამზადისი მიმდინარეობს – მონტაჟდება სცენა, ეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები და პავილიონები.

“დღეს საღამოს 7 საათზე ახალქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართება მუსიკალური საღამო. ამ წუთებისთვის მიმდინარეობს მზადება. ტერიტორიაზე იქნება მრავალი გასართობი საშუალება ბავშვებისთვის, საღამო დაიხურება გალა-კონცერტით. ყველას გეპატიჟებით დღევანდელ საღამოზე, ერთად გავატაროთ საუკეთესო საღამო”, – განაცხადა სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა გიორგი მიქელაძემ.

ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათამდე გაგრძელდება. მოსულ ადამიანებს ადგილზე დახვდება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, იქნება ქაფის შოუ, ბავშვებისთვის კი სახალისო თამაშები ჩატარდება, პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ.

საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ – ანსამბლი “შვიდკაცა” და ბენდი Mix2ra.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები