ნინოწმინდაში “მუსიკალური საღამო” გაიმართა

ნინოწმინდაში “მუსიკალური საღამო” გაიმართა. ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ჰაიოს ქართლოსის სკვერში ბავშვებისთვის ქაფის შოუ მოეწყო, მათ ბედნიერ განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ადგილზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
საღამო გალა-კონცერტით დასრულდა. მსმენელის წინაშე ზუკა ხუციშვილი ბენდით და ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები წარდგნენ.

ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე, მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სოსო ალიბეგაშვილი, ნინოწმინდის მერიის წარმომადგენლები და ადგილობრივები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები