ბადრი ესებუას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

,,საქართველოს ბანკის,, ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა, ბრალდება კი უმაღლეს სასჯელს. განაჩენამდე რამდენიმე საათით ადრე, კიდევ ერთხელ დაიკითხა ბრალდებულიც, ის დანაშაულს არ აღიარებს. მისი თქმით, თავდასხმის დღეს სახლში იყო, მიმალვა კი საფრთხის გამო გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები