საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის სუფსა-წყალწმინდის შემოვლითი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელ გზაზე, პროექტის შესაბამისად, 5,5 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
„კერძოდ, რეაბილიტირდა გზის სავალი ნაწილი, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდა არსებული ხელოვნური ნაგებობები, ეწყობა მიერთებები და მოედნები.
გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მჭიდროდ დასახლებული სოფლები უსაფრთხო და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.