მცხეთასთან ავტომობილი კედელს შეეჯახა, არის მსხვერპლი

მცხეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები