რიკოთის უღელტეხილზე, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

რიკოთის უღელტეხილზე, უბისის მონაკვეთზე, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მშენებარე ხიდიდან გადავარდა და წყალმა წაიღო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაცი ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებზე იყო დასაქმებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები